2015 წლის დეკემბრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2015 წლის დეკემბრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ  176 076 272.5 კვტ.სთ  შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი  მიწოდების  17%   წარმოადგენს.    საბალანსო  ელექტროენერგიის  ღირებულებამ   23 124 458 ლარი  შეადგინა.

დეკემბერში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე  13.1332049 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი  10.871 თეთრი/კვტ.სთ.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში იმპორტის წილი 70% იყო, თბოსადგურის - 4%, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების – 26%.

2015 წლის დეკემბრის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 98% და 2% შეადგენს. 
 

დეკემბრის თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო  14 178 689 ლარი, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოების მიერ ყოველ მოხმარებულ კილოვატ საათზე გადახდილმა გარანტირებული სიმძლავრის საფასურმა 1.8106  თეთრი შეადგინა.