ესკომ მონაწილეობა მიიღო „ევროპის ენერგეტიკული ბირჟების ასოციაციის“ (EUROPEX) გენერალური ასამბლეის შეხვედრაში.
ესკოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე პაპიაშვილმა და საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ წურწუმიამ, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის წარმომადგენლების სტატუსით, მონაწილეობა მიიღეს ქ .ბრიუსელში გამართულ „ევროპის ენერგეტიკული ბირჟების ასოციაციის“ (EUROPEX) გენერალური ასამბლეის შეხვედრაში.
EUROPEX - „ ევროპის ენერგეტიკული ბირჟების ასოციაცია“, 34 წევრ ევროპულ კომპანიას აერთიანებს. ესაა ენერგეტიკული ბირჟების, ბაზრის ოპერატორებისა და დელეგირებული ოპერატორების ევროპული ბიზნესასოციაცია, რომლის მიზანია ენერგეტიკის სფეროში საბითუმო ვაჭრობის ევროპული მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარების ხელშეწყობა და წარმოადგენს ორგანიზაციათა სადისკუსიო პლატფორმას. ორგანიზაცია, ასევე, უზრუნველყოფს წევრების მხარდაჭერას რეგიონალური და ეროვნული პოლიტიკის საკითხებში, რაც ხელს უწყობს ევროპული საბითუმო ენერგეტიკული ბაზრების განვითარებას.
ესკო, როგორც ელექროენერგიის ბაზრის ოპერატორი, 2015 წლიდან EUROPEX -ის ასოცირებული წევრია.