ესკოში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ესკოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე იმსჯელეს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ შესატანი ცვლილებების შესახებ. განიხილეს ცვლილებათა პაკეტის მოსამზადებელი საკითხები და კონკრეტული წინადადებები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალების შესაბამისად, 2023 წლის აგვისტოდან, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალური დირექტორის, კახაბერ ქებურიას ბრძანებით ესკოში შექმნილია სამუშაო ჯგუფი , რომელიც კოორდინირებულად მუშაობს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან“, სხვა ენერგეტიკულ კომპანიებთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან. სამუშაო შეხვედრების მიზანია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ რიგი დებულებების და მუხლების განხილვა, მათი დაზუსტების, კორექტირებისა და ცვლილებების თაობაზე წინადადებების მომზადების მიზნით.