2018 წლის აგვისტოს თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2018 წლის აგვისტოს თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ   178 322 147.1 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 17% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 21 146 639.06 ლარი შეადგინა.

 

♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

 - საბალანსო ელექტროენერგია                                            


აგვისტოში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 11.8587866 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 1.818 თეთრი/კვტ.სთ.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის  უმეტესი ნაწილი შედგება იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 39% იყო, თბოელექტროსადგურის წილი - 1%, ქარის ელექტროსადგურის - 4%, ხოლო იმპორტის – 56%.

საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები

- ჰიდროელექტროსადგური          

                 - თბოელექტროსადგური                                  

                                                                             - იმპორტი

                                                                              -  ქარის ელექტროსადგური          

          

2018 წლის აგვისტოს თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 73.066% და 15.477% შეადგენს. ამავე პერიოდში, საბალანსო ელექტროენერგია გატანილი იქნა საექსპორტოდ, რომლის წილმაც 0.001% შეადგინა. აგრეთვე, აგვისტოს თვეში გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 11.456% შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები

- გამანაწილებელი ენერგოკომპანია                            

  ♦ -პირდაპირი მომხმარებელი                                             

          ♦ - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)

                        - ექსპორტიორი                                                                                         

 

აგვისტოს თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო  12 591 522 ლარი.