სიახლე:
2021 წლის მარტის თვის ანგარიშსწორების ბაზების კორექტირების შედეგად, შეიცვალა ესკოს მიერ გასაყიდი საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი, რომელმაც მარტის თვეში 16,7103792 თეთრი/კვტ.სთ შეადგინა.

ლარის ოფიციალური კურსი

13.06.2021→14.06.2021 ცვლილება
USD 3.1613 3.1701 0.0088
EUR 3.8460 3.8523 0.0063
TRY 0.3704 0.3781 0.0077
RUB 0.0438 0.0443 0.0005
AZN 1.8578 1.8620 0.0042
AMD 0.0061 0.0061 0.0000

მოგესალმებით ესკოს ვებ-გვერდზე

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვებ-გვერდი ტექნიკურად და შინაარსობრივად ამ სფეროს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი, მაქსიმალურად შესაძლო სრულყოფილი პროდუქტია. მარტივი დიზაინი, ბმულების საშუალებით მოსახერხებელი გადასვლა და შინაარსობრივად დატვირთული საინფორმაციო ბლოკები გვერდის სტუმრებს მაქსიმალურად დაგეხმარებათ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის სწრაფად და იოლად მოძიებაში. ვებ-გვერდზე გასული წლების მონაცემთა ბაზის არსებობა სტატისტიკის დანახვისა და ანალიზის კარგი საშუალებაა. მიმდინარე საანგარიშო პერიოდის ოპერატიული მონაცემები, მიუხედავად მათი საპროგნოზო ხასიათისა, დაინტერესებულ პირებს კარგ სამსახურს უწევს საქმიანობის დაგეგმვისას. საინტერესო და ინფორმატიულია ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტისა და ტრანზიტის საინფორმაციო ბლოკები. ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებულ მონაცემთა განახლების პროცესი მაქსიმალურად ოპერატიულია. პარალელურ რეჟიმში ხდება გვერდის ინგლისური ვერსიის განახლებაც.

2021 წლის აპრილის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2021 წლის აპრილის თვეში, ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 328 443 770,8 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 31% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 55 587 825 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

აპრილში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 16,9532960 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 12.304 თეთრი.

ვრცლად

საინფორმაციო

11/06/2021

2021 წლის 11 ივნისს გამოცხადდა NAT210010592 ელექტრონული ტენდერი, ესკოს სარგებლობაში არსებული სხვადასხვა  ლიცენზიის,  ერთი წლის ვადით განახლების მიზნით (მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები-CPV 48600000), რომლის  სავარაუდო ღირებულება შეადგენს 83 200.00 ლარს. წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2021 წლის 21 ივნისს 14:00 საათზე.


ვრცლად
10/06/2021

2021 წლის 09 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ნიუ ტექნოლოჯი“, როგორც მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, „ხრამი“ ჰესის ნაწილში.


ვრცლად
10/06/2021

2021 წლის 08 ივნისს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ნიუ ტექნოლოჯი 2014“, „ხრამი“ ჰესის ნაწილში, როგორც  ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში და „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.


ვრცლად
08/06/2021

2021 წლის 04 ივნისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „WEEKEND“, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.


ვრცლად
ყველა სიახლე

გარანტირებული სიმძლავრე (ოპერატიული)

01-10/06/2021

ყოველდღიური ბალანსი

01-10/06/2021

ტრანსსასაზღვრო გადადინებები (მიმდინარე)

ფაქტიური შემოდინება
ფაქტიური გადინება
10/06/2021