2019 წლის თებერვლის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები
2019 წლის თებერვლის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 222 560 590.8 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 21% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 30 411 281.8 ლარი შეადგინა.
.
♦ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
♦ - საბალანსო ელექტროენერგია
თებერვალში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.6642708 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 10.614 თეთრი.
აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 34% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 3%, თბოელექტროსადგურის- 3%, ხოლო იმპორტის – 60%.
საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველები
♦ - ჰიდროელექტროსადგური
♦ - იმპორტი
♦ - თბოელექტროსადგური
♦ - ქარის ელექტროსადგური
2019 წლის თებერვლის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 65.2% და 21.0% შეადგენს. აგრეთვე, თებერვლის თვეში გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 7.9% შეადგინა. ამასთანავე, აფხაზეთის მოხმარება ნაწილობრივ უზრუნველყოფილ იქნა საბალანსო ელექტროენერგიის ხარჯზე, რაც თებერვლის თვეში შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის 5.8% შეადგენს. ამავე პერიოდში, ტრანზიტის უზრუნველყოფის მიზნით, დანაკარგების შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 0.1% შეადგინა.
საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველები
♦ - გამანაწილებელი ენერგოკომპანია
♦ - პირდაპირი მომხმარებელი
♦ - სსე (გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით)
♦ - სსე (ტრანზიტის დანაკარგების ურუნველსაყოფად)
♦ - აფხაზეთში მიწოდება
თებერვლის თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 15 263 370.00 ლარი.