ესკო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების კონფერენციაზე

 

ესკოს გენერალურმა დირექტორმა, კახაბერ ქებურიამ და გენერალური დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე პაპიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში - „ინვესტიციების მხარდაჭერა განახლებადი ენერგიებისთვის“. ღონისძიება  16 ნოემბერს, სლოვენიაში, ქალაქ ლიუბლიანაში გაიმართა. 

ასევე გაიმართა დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრები. მათ შორის, სლოვენიის ბაზრის ოპერატორ “BORZEN”-თან, რომელიც ევროპის  ერთ - ერთ ლიდერ რეფორმატორ ბაზრის ოპერატორადაა მიჩნეული. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში, სლოვენიასა და ზოგადად, ევროპაში ენერგეტიკულ დარგში მიმდინარე მოვლენები . ხაზი გაესვა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას.