ლარის ოფიციალური კურსი

26.09.2024→27.09.2024 ცვლილება
USD 2.7269 2.7285 0.0016
EUR 3.0498 3.0428 -0.0070
TRY 0.0799 0.0799 0.0000
RUB 0.0295 0.0294 -0.0101
AZN 1.6037 1.6046 0.0009
AMD 0.0070 0.0070 0.0050

მოგესალმებით ესკოს ვებ-გვერდზე

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვებ-გვერდი ტექნიკურად და შინაარსობრივად ამ სფეროს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი, მაქსიმალურად შესაძლო სრულყოფილი პროდუქტია. მარტივი დიზაინი, ბმულების საშუალებით მოსახერხებელი გადასვლა და შინაარსობრივად დატვირთული საინფორმაციო ბლოკები გვერდის სტუმრებს მაქსიმალურად დაგეხმარებათ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის სწრაფად და იოლად მოძიებაში. ვებ-გვერდზე გასული წლების მონაცემთა ბაზის არსებობა სტატისტიკის დანახვისა და ანალიზის კარგი საშუალებაა. მიმდინარე საანგარიშო პერიოდის ოპერატიული მონაცემები, მიუხედავად მათი საპროგნოზო ხასიათისა, დაინტერესებულ პირებს კარგ სამსახურს უწევს საქმიანობის დაგეგმვისას. საინტერესო და ინფორმატიულია ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტისა და ტრანზიტის საინფორმაციო ბლოკები. ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებულ მონაცემთა განახლების პროცესი მაქსიმალურად ოპერატიულია. პარალელურ რეჟიმში ხდება გვერდის ინგლისური ვერსიის განახლებაც.

2024 წლის აგვისტოს თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2024 წლის აგვისტოს თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 195 428 280.5 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 14% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 30 241 448 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

აგვისტოში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.4741741 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 2,412 თეთრი.

ვრცლად

საინფორმაციო

25/09/2024

2024 წლის 25 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია 2006“, როგორც იმპორტიორი.


ვრცლად
23/09/2024

2024 წლის 1 ოქტომბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ქსმ ექსპორტ-იმპორტს”, როგორც იმპორტიორს, ექსპორტიორს და ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელს  და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად, იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.


ვრცლად
20/09/2024

2024 წლის 21 სექტემბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ქართული საინვესტიციული ჯგუფი ენერგიას“, ხობი 2 ჰესის ნაწილში, როგორც  ელექტროსადგურს - საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში, და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.


ვრცლად
11/09/2024

2024 წლის 1 ოქტომბრიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „ელექტროენერგიის პროვაიდერს“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელს,  და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“-ს შესაბამისად, იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.


ვრცლად
ყველა სიახლე

გარანტირებული სიმძლავრე (ოპერატიული)

01-25/09/2024

ყოველდღიური ბალანსი

01-25/09/2024

ტრანსსასაზღვრო გადადინებები (მიმდინარე)

ფაქტიური შემოდინება
ფაქტიური გადინება
25/09/2024