2016 წლის იანვრის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2016 წლის იანვრის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ  161 060 548.7 კვტ.სთ  შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი  მიწოდების  16%   წარმოადგენს.    საბალანსო  ელექტროენერგიის  ღირებულებამ 21 625 708.05  ლარი  შეადგინა.

იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე  13.4281142 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი  11.303  თეთრი/კვტ.სთ.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში იმპორტის წილი 58% იყო, თბოსადგურის - 13%, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების – 29%.

2016 წლის იანვრის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 98.71% და 1.28% შეადგენს. ამავე თვეში, საბალანსო ელექტროენერგია გატანილ იქნა საექპორტოდ, რომლის წილმაც 0.01% შეადგინა.
 

იანვრის თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო  15 889 932 ლარი, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოების მიერ ყოველ მოხმარებულ კილოვატ საათზე გადახდილმა გარანტირებული სიმძლავრის საფასურმა  2.0448 თეთრი შეადგინა.