ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი
2026-08-17
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, ცხადდება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი.
სტაჟირების მსურველებს, ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად, განაცხადის გაკეთება შეეძლებათ, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
შერჩეული კანდიდატები კი ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან 2026 წლის 1 ოქტომბრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.