ესკომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი
2019-12-04
ერთი ცალი ლეპტოპისა და ერთი ცალი პრინტერის შესყიდვის მიზნით, 2019 წლის 03 დეკემბერს ესკოს მიერ გამოცხადდა NAT190023205 ელექტრონული ტენდერი, რომლის ჯამური სავარაუდო ღირებულებაა 3 288.0 ლარი. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა მთავრდება 2019 წლის 11 დეკემბერს, 14:30 საათზე.