ესკოს თანამშრომლებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ

10 სექტემბერს, სემეკში,ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელები გადაეცათ ესკოს გენერალური დირექტორის მოადგილეს-რუსუდან მაზმიშვილსა და აღრიცხვის კონტროლის დეპარტამენტის აუდიტორს-ჯანსუღ ნადარეიშვილს.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი სიხარულით ულოცავს ქ-ნ რუსუდანს და ბ-ნ ჯანსუღს.