ესკომ კომპანია მერკადოსა და აზიის განვითარების ბანკთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ესკოს ოფისში ესკოს ხელმძღვანელების, კომპანია MERCADOS-ის და აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა საქართველოში ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების გამოყენების  მიზნით უცხოური კომპანიის მიერ  ჩასატარებელი სამუშაოების დაგეგმვას შეეხო.

პროექტმა, განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი  შეასრულოს  საქართველოს ენერგეტიკული სისტემის სტაბილური ფუნცქიონირების ხელშეწყობისათვის.

ესკოს გენერალურმა დირექტორმა სტუმრებს გააცნო  საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის  ოპერირების ძირითადი საკითხები და სპეციფიკური თავისებურებები, ასევე დაგეგმილი ცვლილებები და სამომავლო ღონისძიებები.

შეხვედრაში ასევე, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალურმა დირექტორმა - ირინა მილორავამ.