ესკოს გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია ენერგეტიკის სექტორის კვლევის პრეზენტაციას დაესწრო.
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ, ენერგეტიკის სექტორის კვლევის პრეზენტაციას დაესწრო.
პრეზენტაცია გახსნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია. აღინიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორის განვითარებისათვის და არსებული გამოწვევების უკეთ იდენტიფიცირებისათვის სასარგებლო და საჭიროა ასეთი კვლევები. ღონისძიებაზე ხელი მოეწერა სებ-სა და სემეკ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
ენერგეტიკის სექტორის კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ენერგეტიკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები.