ესკო გილოცავთ ელექტროენერგეტიკული ბირჟის გახსნას
2024-07-01
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი გილოცავთ საქართველოში პირველი ელექტროენერგეტიკული ბირჟის გახსნას. ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, საქართველოს ელექტროენერგეტიკულმა სექტორმა, დღეს, 2024 წლის 1 ივლისს, ესკოს მიერ შეთავაზებული გარდამავალი მოდელით, გახსნა ელექტროენერგეტიკული ბირჟა.
დღეიდან ბირჟაზე ელექტროენერგიით ნებაყოფლობითი ვაჭრობა უკვე შესაძლებელია.