პირდაპირი ხელშეკრულებებისა და სახელშეკრულებო განაცხადების ელექტრონული სახით რეგისტრაცია

2024 წლის აგვისტოს თვიდან, პირდაპირი ხელშეკრულებებისა და სახელშეკრულებო განაცხადების რეგისტრაცია, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ,  ხორციელდება არა მატერიალური სახით, არამედ ელექტრონულად, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვებ-გვერდზე არსებული „ხელშეკრულებების რეგისტრაციის ელექტრონული პორტალის“ მეშვეობით.

პირდაპირი ხელშეკრულებებისა და სახელშეკრულებო განაცხადების რეგისტრაციის მსურველი კვალიფიცური საწარმოებმი პირდაპირი ხელშეკრულებებისა  და სახელშეკრულებო განაცხადების, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორთან და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან, წარდგენას განახორციელებენ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვებ-გვერდზე არსებული „ხელშეკრულებების რეგისტრაციის ელექტრონული პორტალის“ მეშვეობით, პირადი კაბინეტებიდან.

პირდაპირი ხელშეკრულებებისა და სახელშეკრულებო განაცხადების ელექტრონული სახით რეგისტრაცისთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირდა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში 2024 წლის 02 აგვისტოს განხორციელებული ცვლილებით (საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრს 2024 წლის 02 აგვისტოს N1-1/291 ბრძანება).