ესკოს გენერალურმა დირექტორმა კახაბერ ქებურიამ პარიზში, CIGRE -ს მიერ ორგანიზებულ, გლობალური ენერგეტიკული სისტემის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა, კახაბერ ქებურიამ, მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს გლობალური ენერგეტიკული სისტემის ღონისძიებაში, რომელიც გაიმართა მ/წლის 25 აგვისტოს ქ. პარიზში, დიდი ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) ორგანიზებით. ღონისძიება აერთიანებს ენერგეტიკის ინდუსტრიის 9000 მონაწილეს 100-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის 3600 საერთაშორისო ექსპერტსა და სხვა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.
CIGRE დაარსდა 1921 წელს, საფრანგეთში, როგორც გლობალური გაერთიანება, რომლის მიზანია ენერგეტიკული სისტემის გამოცდილების ერთობლივი განვითარება და გაზიარება. CIGRE -საქართველოს ეროვნული კომიტეტი დაფუძნებულია ექსკლუზიურად საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიზნებისთვის, რათა ხელი შეუწყოს ტექნიკური ცოდნისა და მონაცემების გაზიარებას ელექტროენერგეტიკის სფეროში.