ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციულმა ოპერატორმა იაპონელ ინვესტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
2025-04-25

იაპონური კომპანიის - Tokyo Electric Power Company-სთან საკონსულტაციო შეხვედრის ფარგლებში ესკოს წარმომადგენლებმა დაწვრილებით მიმოიხილეს სტუმრებისათვის საინტერესო თემა და გააცნეს მათ საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის დღევანდელი მოქმედი მოდელი, სავაჭრო ურთიერთობებისა და მექანიზმების სპეციფიკა და საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების პერსპექტივები.
Tokyo Electric Power Company მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ენერგეტიკული კონგლომერატია, რომელიც საქართველოში ამ ეტაპზე სააქციო საზოგადოება „დარიალი ენერჯი“-ს აქციონერად გვევლინება.