ესკო APEx-ის 2026 წლის გენერალურ ასამბლეაზე
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ენერგეტიკული ბირჟების ასოციაციის (APEx - Association of Power Exchanges) 2026 წლის გენერალური ასამბლეა გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) გენერალური დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე პაპიაშვილმა წარმოადგინა.
APEx-ის გენერალური ასამბლეის პანელზე მოწვეული სპიკერის სტატუსით გამოსვლისას ალექსანდრე პაპიაშვილმა მონაწილეებს გააცნო საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურა, ესკოს როლი და ფუნქციები, ასევე ბაზრის განვითარების აქტუალური საკითხები, არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები, საქართველოსა და რეგიონის ელექტროენერგეტიკული ბაზრების ევროპულ ბაზრებთან ინტეგრაციის მიმართულებით.
ესკო ენერგეტიკული ბირჟების ასოციაციის (APEx) წევრია 2014 წლიდან. ასოციაცია 40-ზე მეტი ქვეყნის წამყვან ენერგეტიკულ კომპანიას აერთიანებს. ასოციაციის გენერალურ ასამბლეებში მონაწილეობა ესკოს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს წამყვანი ენერგეტიკული ბაზრების გამოცდილებას და საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში საკუთარი საქმიანობა წარადგინოს.


