ესკოს სამუშაო ვიზიტით ევროპული ბაზრის ოპერატორების დელეგაცია ესტუმრა
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (ესკო) სამუშაო ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორების „MEMO”-სა და “Belen-spot”-ის, ასევე სლოვენიის ნომინირებული ბაზრის ოპერატორის „ BSP SouthPool”-ის დელეგაცია ეწვია.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარება, ევროკავშირის ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერება და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
საქართველოში ევროპული ენერგეტიკული ბაზრების წარმომადგენელთა დელეგაციის ვიზიტის მიზანი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების პროცესში პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრაა.
სამუშაო შეხვედრაში ესკოს გენერალური დირექტორის მოადგილეები - ალექსანდრე პაპიაშვილი და ზაზა დვალიშვილი, ასევე- „MEMO”-სა და “Belen-spot”-ის გენერალური დირექტორები ზორან ჯორჯიევსკი, დეჟან დრაშკოვიჩი და „ BSP SouthPool“ -ს გენერალური მენეჯერი ანჟე პრედოვნიკი მონაწილეობდნენ.



