ესკოს გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი სამუშაო ვიზიტით ქალაქ ზუგდიდში იმყოფებოდა.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალური დირექტორი - დავით თვალაბეიშვილი 2022 წლის 29-31 მაისს, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ ზუგდიდში, სადაც დაესწრო საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომას.

სხდომაზე განხილულ იქნა ენერგეტიკის სექტორში საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა,  2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში  და საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები.