ესკოს გენერალური დირექტორის - კახაბერ ქებურიას სამუშაო ვიზიტი ავსტრიაში
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია სამუშაო ვიზიტით, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმყოფებოდა, სადაც ავსტრიის ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, EXAA Energy Exchange Austria -ს წარმომადგენლებს შეხვდა. ენერგეტიკული რეფორმების მხარდაჭერისა და ავსტრიის ენერგეტიკული ბაზრების სამუშაო გამოცდილების გაზიარების მიზნით დაგეგმილი შეხვედრები ავსტრიის ენერგეტიკული ბაზრის EXAA-Energy Exchange Austria-ს, ელექტროენერგეტიკული ფედერალური სისტემის ოპერატორის-Austria Power Grid (APG)-სა და სავაჭრო სამრეწველო პალატის (WKO) -ს ორგანიზებითა და მონაწილეობით ჩატარდა.
შეხვედრაზე განიხილეს ელექტროენერგიით ვაჭრობის ავსტრიაში არსებული მოდელი, პრაქტიკა და გამოცდილება, ასევე საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა.
EXAA -ს წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარების მიზნით, უფრო აქტიურად ჩაერთონ საქართველოში მიმდინარე ბაზრის რეფორმის პროცესში. დაიგეგმა შემდეგი სამუშაო შეხვედრა, რომელიც საქართველოში გაიმართება.