ესკოს თანამშრომლები ელქტროენერგეტიკის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდებით დაჯილდოვდნენ
2021-09-13
10 სექტემბერს, ენერგეტიკოსთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ღვაწლმოსილი ენერგეტიკოსები საქართველოს ელექტროენერგეტიკის დამსახურებული მუშაკის წოდებით დააჯილდოვეს.
საქართველოს ელექტროენერგეტიკის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება მიენიჭათ, სიგელები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ანგარიშსწორების დირექციის უფროსს - ლუიზა მაჭარაძეს და ანალიზის, მონიტორინგისა და პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსს - მალხაზ ბროლაძეს.
ესკო სიხარულით ულოცავს ქ-ნ ლუიზას და ბ-ნ მალხაზს ამ საპატიო ჯილდოს. ჯანმრთელობას და კიდევ მრავალ წარმატებას უსურვებს