ესკოს თანამშრომლები "საქართველოს ენერგეტიკოსის" საპატიო წოდებით დაჯილდოვდნენ
2023-09-13
დღეს,10 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკოსის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე,რომელიც ზაჰესის ისტორიული კაშხლის ტერიტორიაზე გაიმართა, საქართველოს ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალურ დირექტორთან, კახაბერ ქებურიასთან და სხვა ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად ღვაწლმოსილი ქართველი ენერგეტიკოსები "საქართველოს ენერგეტიკოსის" წოდებით დააჯილდოვა. ესკო სიხარულით ულოცავს ამ საპატიო ჯილდოს მიღებას, თავის თანამშრომლებს: ლუიზა მაჭარაძეს, ციური კალანდაძესა და ზაქრო კოხრეიძეს. უსურვებს მათ ჯანმრთელობას და მრავალ პროფესიულ წარმატებას.