ესკომ მონაწილეობა მიიღო ონლაინ სემინარში - „ელექტროენერგეტიკული ბაზარი და ვაჭრობა“.

მ/წლის 16 აპრილს ესკომ „ენერგეტიკული გაერთიანების“ სამდივნოს მოწვევით, მონაწილეობა მიიღო  EU4Energy პროექტის მხარდაჭერით ორგანიზებულ ონლაინ სემინარში -„ელექტროენერგეტიკული ბაზარი და ვაჭრობა“. სემინარის მთავარი მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება წევრ ქვეყნებს შორის „ენერგეტიკულ გაერთიანების“ ფარგლებში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების კუთხით მიმდინარე პროცესების შესახებ.

ესკომ, როგორც სამუშაო ჯგუფის წევრმა, აქტიური  მონაწილეობა მიიღო ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შემუშავების პროცესში, რომლის მიზანია „ენერგეტიკული გაერთიანების“ მოთხოვნების შესაბამისად, ელექტროენერგიის სფეროში ბაზრის ახალი მოდელის დანერგვა. აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, გასული და მიმდინარე წლის განმავლობაში, მიმდინარეობდა  ინტენსიური მუშაობა სამუშაო ჯგუფის  წევრებს შორის, რის შედეგად,  დოკუმენტი, საქართველოს მთავრობის დადგენილების №246 საფუძველზე, დამტკიცდა მ/წლის 16 აპრილს.