ესკოს დაარსებიდან 14 წელი შესრულდა

2020 წლის 1 სექტემბერს სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ დაარსებიდან 14 წელი შესრულდა. 2006 წლიდან ესკო საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის სტაბილურობის, ქვეყნის უწყვეტი ელექტრომომარაგებისა და ქართული ენერგეტიკის  განვითარების სამსახურშია, თანამრომლობს ელექტროენერგიით ვაჭრობაში მონაწილე სუბიექტების გლბალურ დონეზე დამაკავშირებელ ორგანიზაციებთან. დღეს, ესკო აქტიურადაა ჩართული საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროცესში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი და წარმატებული განვითარებისთვის. სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ -ესკო მადლობას უხდის მასში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს პროფესიონალური, ერთგული, წარმატებული შრომისთვის და ულოცავს იუბილეს.