სემეკის თავმჯდომარემ ესკოს თანამშრომელი ლუიზა მაჭარაძე მადლობის სიგელით დააჯილდოვა

14 სექტემბერს სემეკის ორგანიზებით, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი უწყებების, კომპანიების წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა, სემეკის თავმჯდომარემ - დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსებს მადლობის სიგელები გადასცა. მადლობის სიგელი გადაეცა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის თანამშრომელს - ლუიზა მაჭარაძეს. ესკო სიხარულით ულოცავს ქ-ნ ლუიზას ენერგეტიკის სექტორში მოღვაწეობის, პროფესიონალიზმისა და მრავალწლიანი მნიშვნელოვანი წვლილის დაფასებას.