ინფორმაცია პირდაპირი ხელშეკრულებების სტანდარტული პირობების ცვლილებების რეგისტრაციასთან დაკავშირებით
გაცნობებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 26 ივლისის N61/16, N61/17, N61/18, N61/19 გადაწყვეტილებებით დამტკიცებული ცვლილებები საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებსა და გარანტირებული სიმძლავრის ყიდვის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში 2018 წლის 09 აგვისტოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ.
სტანდარტული პირობების განახლებული ვერსიები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
საბალანსო ელექტროენერგია - http://esco.ge/ka/electricity/standard-provisions
გარანტირებული სიმძლავრე - http://esco.ge/ka/garantirebuli-simdzlavre/standard-provisions1