საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციის დროებითი წესი
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ ცვლილება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრაციის დროებითი წესი. აღნიშნული წესი ეხება იმ მომხმარებლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის N246 დადგენილების თანახმად განსაზღვრულ კრიტერიუმებს. მომხმარებლები, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ სავალდებულო კრიტერიუმებს, არაუგვიანეს 2021 წლის 01 ივლისისა უნდა დარეგისტრირდნენ ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ ცვლილება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: