ინფორმაცია საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
2023-12-28
ვინაიდან 2023 წლის 19 დეკემბერს განხორციელდა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს “რუსთავის წყალის“ შერწყმა და შედეგად, შპს „რუსთავის წყალი“, როგორც იურიდიული პირი აღარ არსებობს, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „რუსთავის წყალს“, როგორც პირდაპირ მომხმარებელს და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.