ინფორმაცია საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

2025 წლის 16 ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა რეგისტრაცია გაუუქმა შპს „მტკვარი ჰესს“, როგორც პირდაპირ მომხმარებელს (მტკვარი ჰესის ნაწილში) და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად იგი აღარ წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეს.