CzechTrade-ის წარმომადგენლობითი ვიზიტი ესკოში
2017-09-27
![CzechTrade-ის წარმომადგენლობითი ვიზიტი ესკოში](https://esco.ge/files/article/ESCO_logo.png)
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორში - ესკო, 26 სექტემბერს ვაჭრობის ხელშეწყობის ჩეხური სახელმწიფო სააგენტოს - CzechTrade-ის ინიციატივით, ჩეხეთის რესპუბლიკის მოწინავე ენერგეტიკული კომპანიების - SIGMA GROUP, SKODA PRAHA, AUSTIN DETONATOR-ZPA, SMART ENERGY-ZIMA, TECHNIK-ARMATURY GROUP -ის საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესკოსთან ერთად, საქართველოს წამყვანი ენერგეტიკული კომპანიებიდან მოწვეული სტუმრებიც დაესწრნენ.
შეხვედრა ესკოში ჩატარდა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით.