ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისათვის სავალდებულო კრიტერიუმების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის N144 დადგენილებით „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №18 დადგენილებაში. აღნიშნული ცვლილების თანახმად, განისაზღვრა სავალდებულო კრიტერიუმები ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისათვის. დადგენილების თანახმად, მსხვილი მომხმარებლები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ სავალდებულო კრიტერიუმებს, არაუგვიანეს 2019 წლის 01 მაისისა უნდა დარეგისტრირდნენ ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის N144 დადგენილება „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: