საქსტატმა ესკო სიგელით დააჯილდოვა

2019 წლის 25 ივლისს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) დაარსებიდან ასი წლის იუბილე აღნიშნა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქსტატმა გამოავლინა ის პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდნენ სამსახურთან. შერჩეულ უწყებებს შორის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ესკოს გადაეცა სპეციალური სიგელი.