ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორში განახლებული ვებ-გვერდის ახალი ტექნიკური სერვისების საპრეზენტაციო რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორში განახლებული ვებ-გვერდის ახალი ტექნიკური სერვისების საპრეზენტაციო რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა. ესკოს სტუმრები იყვნენ   სს „თელასი“-ს, შპს „ჯეო სერვერსი“-ს, შპს „ბი ეფ დი სი ჯორჯია“-ს, შპს „საქართველო-ურბან ენერჯი“-ს, შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ის, შპს „აღმოსვლეთის ენერგოკორპორაცია“-ს წარმომადგენლები.  პრეზენტაციების ციკლის დასრულების შემდეგ ელექტროენერგიით  ვაჭრობის მონაწილეებსა და ბაზრის ოპერატორს შორის, ვებ-გვერდის საშუალებით შესაძლებელი იქნება სავაჭრო კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმატში განხორციელება, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა ელექტროენერგიის შესყიდვის პროცედურების გამარტივებისა და ოპერატიულობის მიმართულებით. უახლოეს მომავალში ესკოში დაგეგმილია განახლებული ვებ-გვერდის კიდევ რამდენიმე საპრეზენტაციო შეხვედრა.