ესკოს განცხადება დროებით დისტანციურ სამუშაო რეჟიმთან დაკავშირებით

ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით და საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი, 2020 წლის 16 მარტიდან ეპიდემიური საფრთხის შემცირებამდე,  ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს. ესკოს მენეჯმენტის მიერ განისაზღვრა თანამშრომელთა ის ნაწილი, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას დისტანციურად შეძლებენ  და განსაკუთრებულად არ საჭიროებენ სამუშაო ადგილზე ყოფნას. ამ პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი იმუშავებს შეუფერხებლად, შეასრულებს მასზე დაკისრებულ ყველა ფუნქციას. ესკოს ვებ-გვერდი აღჭურვილია სრული ელექტრონული სერვისით, რაც ესაჭიროება საწარმოს გამართულ ფუნქციონირებას და შეუფერხებელ კომუნიკაციას კვალიფიციურ საწარმოებთან.  შესაძლო ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაცია განთავსებული იქნება როგორც ჩვენს ვებ-გვერდზე:  www.esco.ge , ასევე სოციალურ მედიაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ფეისბუქ გვერდზე. ესკოს პრეს სამსახურთან დასაკავშირებლად, ისარგებლეთ ნომრით : 577 073 112.

სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ გისურვებთ ჯანმრთელობას  და დროებითი შეზღუდვების რეჟიმის მალე და მშვიდობიან დასრულებას.