გენერალური დირექტორი
თორნიკე ყაზარაშვილი
ტელ.(+995 32 ) 2403 700
tkazarashvili @ esco.ge
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალურ დირექტორად დაინიშნა 2025 წლის 14 ივლისს.
გენერალურ დირექტორს აქვს ენერგეტიკულ სექტორში მუშაობისა და მმართველობითი საქმიანობის დიდი გამოცდილება.
2023-25 წლებში იყო სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2020-2023 წლებში - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი. 2017-2020 წლებში მუშაობდა შპს „ენგურის ტურისტული ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. 2016-2020 წლებში - შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ. 2017-2020 წლებში იყო შპს „ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს წევრი.
2014-2018 წლებში თორნიკე ყაზარაშვილი იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“: იყო კონტრაქტორებთან ურთიერთობის მენეჯერი, პროექტების განვითარების კომიტეტის წევრი, პროექტების განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დირექტორის მოადგილე/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
თორნიკე ყაზარაშვილს დამთავრებული აქვს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა. მინიჭებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი პროექტების მენეჯმენტის სპეციალიზაციით.