ლარის ოფიციალური კურსი

11.08.2025→12.08.2025 ცვლილება
USD 2.6964 2.6948 -0.0016
EUR 3.1367 3.1381 0.0014
TRY 0.0663 0.0662 -0.0001
RUB 0.0338 0.0338 0.0003
AZN 1.5861 1.5846 -0.0015
AMD 0.0070 0.0070 -0.0018

მოგესალმებით ესკოს ვებ-გვერდზე

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვებ-გვერდი ტექნიკურად და შინაარსობრივად ამ სფეროს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი, მაქსიმალურად შესაძლო სრულყოფილი პროდუქტია. მარტივი დიზაინი, ბმულების საშუალებით მოსახერხებელი გადასვლა და შინაარსობრივად დატვირთული საინფორმაციო ბლოკები გვერდის სტუმრებს მაქსიმალურად დაგეხმარებათ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის სწრაფად და იოლად მოძიებაში. ვებ-გვერდზე გასული წლების მონაცემთა ბაზის არსებობა სტატისტიკის დანახვისა და ანალიზის კარგი საშუალებაა. მიმდინარე საანგარიშო პერიოდის ოპერატიული მონაცემები, მიუხედავად მათი საპროგნოზო ხასიათისა, დაინტერესებულ პირებს კარგ სამსახურს უწევს საქმიანობის დაგეგმვისას. საინტერესო და ინფორმატიულია ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტისა და ტრანზიტის საინფორმაციო ბლოკები. ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებულ მონაცემთა განახლების პროცესი მაქსიმალურად ოპერატიულია. პარალელურ რეჟიმში ხდება გვერდის ინგლისური ვერსიის განახლებაც.

2025 წლის ივნისის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები

2025 წლის ივნისის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 184 025 716.5 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 14% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 26 228 461 ლარი შეადგინა.

◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია

- საბალანსო ელექტროენერგია                                            

ივნისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 14.2295794 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 4.021 თეთრი.

ვრცლად

საინფორმაციო

05/08/2025

2025 წლის 1 აგვისტოდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ელ-ჰაბი“ (კასპის მზის ელექტროსადგურის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში.


ვრცლად
30/07/2025

2025 წლის 29 მაისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს “ჯორჯია პალას ჰოტელ და სპა”, როგორც პირდაპირი მომხმარებელი.


ვრცლად
25/07/2025

ესკოს გენერალურმა დირექტორმა თორნიკე ყაზარაშვილმა, ესკოს მენეჯმენტთან ერთად, საკონსულტაციო-საინფორმაციო შეხვედრა გამართა ტაჯიკეთის რესპუბლიკის ენერგეტიკული კოდექსის შემუშავების სამუშაო ჯგუფთან.

ესკოს წარმომადგენლებმა სტუმრებს საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ფუნქციები გააცნეს. ასევე ისაუბრეს საკანონმდებლო ბაზასა და რეგულაციებზე, სატარიფო პოლიტიკის, მუშაობისა და ოპერირების,  პარტნიორებთან ურთიერთობის, ანგარიშსწორებისა და აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.


ვრცლად
17/07/2025

2025 წლის 17 ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „მტკვარი ჰესი“, როგორც წარმოების ლიცენზიატი (მტკვარი ჰესის ნაწილში).


ვრცლად
ყველა სიახლე

გარანტირებული სიმძლავრე (ოპერატიული)

01-10/08/2025

ყოველდღიური ბალანსი

01-10/08/2025

ტრანსსასაზღვრო გადადინებები (მიმდინარე)

ფაქტიური შემოდინება
ფაქტიური გადინება
10/08/2025