2016 წლის თებერვლის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები
2016 წლის თებერვლის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 151 010 135.0 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში ქსელში მთლიანი მიწოდების 17% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 20 553 072.5 ლარი შეადგინა.
თებერვალში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 13.6103928 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი 11.303 თეთრი/კვტ.სთ.
აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში იმპორტის წილი 61% იყო, თბოსადგურის - 7%, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების – 32%.
2016 წლის თებერვლის თვეში ესკო-დან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა განახორციელეს გამანაწილებელმა ენერგოკომპანიებმა და პირდაპირმა მომხმარებლებმა. მათი წილობრივი მონაწილეობა საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში, შესაბამისად, 98.0% და 1.6% შეადგენს. ამასთანავე, თებერვლის თვეში ტრანზიტის უზრუნველყოფის მიზნით, დანაკარგების შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 0.4% შეადგინა.
თებერვლის თვეში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 14 998 829.00 ლარი, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველი კვალიფიციური საწარმოების მიერ ყოველ მოხმარებულ კილოვატსაათზე გადასახდელმა გარანტირებული სიმძლავრის საფასურმა 2.1417 თეთრი შეადგინა.