„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
2018 წლის 14 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/57 საფუძველზე ცვლილება შევიდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“. კერძოდ, ცვლილება შეეხო მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტს, ხოლო, ამავე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „კ“ ქვეპუნქტი.
ცვლილების მიზანია ნაწილობრივ დერეგულირებული სადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორზე რეალიზაციისას ანგარიშსწორების განხორციელების წესის ნათლად ჩამოყალიბება და მისი შესაბამისობაში მოყვანა მოქმედ კანონმდებლობასთან.
ცვლილების მიზანია, ასევე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად დერეგულირებული ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორზე რეალიზაციის წესის შემოღება და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული საკითხების განსაზღვრა.
შესაბამისი ცვლილება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.