ესკოს გენერალური დირექტორის მოადგილედ ალექსანდრე პაპიაშვილი დაინიშნა
2022 წლის 28 სექტემბრიდან, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) გენერალური დირექტორის მოადგილედ ალექსანდრე პაპიაშვილი დაინიშნა.
ალექსანდრე პაპიაშვილს აქვს სამართალმცოდნეობის, ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის მიმართულებით მუშაობის, საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოლიტიკის წარმართვის პროცესში მონაწილეობის მდიდარი გამოცდილება. იცნობს საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში არსებულ პერსპექტივებს, გამოწვევებსა და პრობლემებს.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე, ალექსანდრე პაპიაშვილი კურირებას გაუწევს ესკოს ფუნქციონალურად მნიშვნელოვან საკითხებსა და დეპარტამენტებს. მისი ცოდნა და პროფესიული უნარები მნიშვნელოვანი შენაძენია, როგორც ბაზრის ოპერატორის წარმატებული მუშაობისა და განვითარებისათვის, ასევე ელექტროენერგეტიკული სისტემის რეფორმის პროცესსა და საბაზრო მექანიზმში ესკოს, როგორც მრავალფუნქციონალურად მნიშვნელოვანი და ლიკვიდური რგოლის დამკვიდრებისათვის.