ევროპის ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ფორუმი

2022 წლის 19-23 ნოემბერს, ქალაქ ლისაბონში, გაიმართა „ევროპის ახალგზარდა ენერგეტიკოსთა ფორუმი“ (EYEF2022), რომელშიც საქართველოდან მონაწილეობა მიიღო სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ანა ტომარაძემ.

„ევროპის ახალგზარდა ენერგეტიკოსთა ფორუმი“ აკავშირებს ახალგაზრდებს, რათა გაძლიერდეს მათი ხმა ევროპაში მიმდინარე ენერგეტიკული გარდაქმნის  პროცესში.

ზემოაღნიშნულ ფორუმში, საქართველოსთან ერთად, მონაწილებდა 45  ახალგზარდა დელეგატი, 20 სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან. ონლაინ ფორმატში 2 თვიანი ინტენსიური მუშაობისა და 2022 წლის 19-21 ნოემბერს ქალაქ ლისაბონში გამართული  ფიზიკური შეხვედრების შედეგად, ახალგაზრდა დელეგატების მიერ მომზადდა ნაშრომი  „ახალგაზრდობის როლი ევროპული ენერგეტიკული გარდაქმნის პროცესში“, რომლის საბოლოო ვერსიის პორტუგალიის მთავრობის წარმომადგენლებისთვის გაცნობა განხორციელდა 2022 წლის 22 ნოემბერს.

2022 წლის 23 ნოემბერს ახალგაზრდა დელეგატებს მიეცათ შესაძლებლობა, მოენახულებინეთ ევროპაში ყველაზე დიდი მცურავი მზის ელექტროსადგური, რომელიც მდებარეობს პორტუგალიაში, ალკუევას მუნიციპალიტეტში.

2022 წლის 19-23 ნოემბერს გამართულ ფორუმზე, ახალგაზრდა დელეგატებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ დებატებში და კითხვები დაესვათ იმ ევროპელი ექსპერტებისთვის, რომლებიც შეიმუშავებენ პოლიტიკას ენერგეტიკის დარგში.

ფორუმი ორგანიზებული იყო „ევროპის ახალგზარდა ენერგეტიკოსთა ქსელისა“ (EYEN) და „ევროპის ენერგეტიკული ქსელის“  (EnR) მიერ.

Forum