ესკომ მონაწილეობა მიიღო EUROPEX-ის გენერალური ასამბლეის შეხვედრებში

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა მონაწილეობა მიიღო “ევროპის ენერგეტიკული ბირჟების ასოციაციის” (EUROPEX) გენერალური ასამბლეის შეხვედრებში. ესკოს გენერალური დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე პაპიაშვილმა და საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თამარ წურწუმიამ გააკეთეს მოხსენება საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარებისა და ელექტროენერგეტიკული ბირჟის გახსნის შესახებ. EUROPEX-ის მხრიდან დადებითად შეფასდა ესკოს მიერ წარმოდგენილი ბირჟის გახსნის ე.წ. გარდამავალი მოდელი.
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი 2015 წლიდან ევროპის ენერგეტიკულო ბირჟების ასოციაციის წევრია . ევროპექსი სულ 24 კომპანიას აერთიანებს, მათ შორის, ესკო ევროკავშიეის არაწევრი ქვეყნებიდან პირველი წარმომადგენელია.
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის ჩართულობა საერთაშორისო ენერგეტიკული პლათფორმების მუშაობაში მნიშვნელოვანია ახალი მიმართულებებისა და ინოვაციების დანერგვისა და საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე თამამედროვე პროცესებისა და მიღწევების, ასეთ პლათფორმებზე კომპეტენტური წარდგენისათვის.

EOROPEX

EUROPEX