ესკოს ვებ გვერდზე “ხელშეკრულების რეგისტრაციის ელექტრონული პორტალი” ამოქმედდა.
2024-08-29
2024 წლის აგვისტოს თვიდან, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა სექტორის წინაშე მნიშვნელოვანი სიახლე წარმოადგინა. აღნიშნული პერიოდიდან, ესკო, დისპეჩერიზაციის ლიცენზიატთან ერთად, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში, 2024 წლის 2 აგვისტოს განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, პირდაპირი კონტრაქტებისა და საკონტრაქტო განაცხადების რეგისტრაციას უკვე ელექტრონულად ახორციელებს ესკოს ვებ-გვერდზე არსებული „ხელშეკრულების რეგისტრაციის ელექტრონული პორტალის“ საშუალებით. ჩატარებული საკმაოდ შრომატევადი სამუშაოს შემდეგ, მოხდა პირდაპირი კონტრაქტების გაციფრულება. სარეგისტრაციო განაცხადებს, კვალიფიციური საწარმოები აღნიშნული პერიოდიდან, ესკოს ვებ-პორტალზე წარმოადგენენ.