ესკო შავი ზღვის რეგიონის ენერგეტიკულ კვირეულზე

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) აქტიურადაა წარმოდგენილი საერთაშორისო ასპარეზზე. მიმდინარე პერიოდში, 2-4 აპრილს, ესკოს გენერალური დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე პაპიაშვილმა და საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა - თამარ წურწუმიამ, მონაწილეობა მიიღეს რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში გამართულ ენერგეტიკულ კვირეულში, რომელიც მიეძღვნა თემას: "შავი ზღვის რეგიონში ენერგეტიკული ბაზრების განვითარება და განახლებადი ენერგიების ფინანსური მხარდაჭერა."
კვირეულის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე თამარ წურწუმიამ თავის მოხსენებაში ისაუბრა ესკოს როლზე საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ფუნქციონირებაში და ბაზრის განვითარების მიმდინარე პროცესზე.
ენერგეტიკული კვირეული 2020 წლიდან იმართება და მისი მიზანია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების - რუმინეთის, ბულგარეთის, მოლდოვას, უკრაინის, საქართველოსა და თურქეთის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი ინიციატივების განვითარება-გაძლიერება.