ესკო ხელმძღვანელობა EUROPEX-ის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობდა
 

ESCO-ს წარმომადგენლობამ, გენერალური დირექტორის, თორნიკე ყაზარაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო სლოვაკეთში, ევროპის ენერგეტიკული ბირჟებისა და ბაზრის ოპერატორების ასოციაციის (EUROPEX)-ის მორიგ გენერალურ ასამბლეაში, რომლის სადისკუსიო პლათფორმაზე განსახილველი თემები ეხებოდა ევროპულ;ი ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების, ინტეგრაციისა და განვითარების საკითხებს.

EUROPEX წარმოადგენს ევროპულ ენერგეტიკულ ბირჟებსა და ბაზრის ოპერატორებს შორის თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს პლატფორმას, რომლის საქმიანობა მოიცავს:

  • ევროპული მარეგულირებელი ჩარჩოს ფორმირებაში აქტიურ მონაწილეობას და შესაბამის კონსულტაციებს,
  • წევრ ქვეყნებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას,
  • დისკუსიური გარემოს შექმნას ენერგეტიკული ბაზრების განვითარებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 2015 წლიდან EUROPEX-ის პირველი ასოცირებული წევრია რეგიონში. ესკოს ჩართულობა EUROPEX-ის მუშაობაში მნიშვნელოვანია როგორც ევროპული ენერგეტიკული ბაზრების სპეციფიკის,  სიახლეების ცოდნისა და გაზიარების კუთხით, ასევე საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის შემდგომი ინტეგრაციისთვის ევროპულ სივრცესა და ევროპული ენერგეტიკული ბაზრების განვითარების პროცესებში. აღნიშნული მონაწილეობა ამავდროულად, საქართველოს საშუალებას აძლევს  წარმართოს საკონსულტაციო შეხვედრები რეგიონის სხვა ქვეყნების ენერგეტიკულ კომპანიებთან.