ესკო ბუქარესტში საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმს დაესწრო
ესკომ მონაწილეობა მიიღო რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმში „Energy Week Black Sea 2026“. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე. თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რეგიონში საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას, ენერგოუსაფრთხოებისა და სუფთა ენერგიის განვითარების მიმართულებით. ასევე, ისაუბრა რეგიონულ და ევროპულ ბაზრებს შორი ინტეგრაციის პროცესში საქართველოს როლზე.
„Energy Week Black Sea 2026“-ის მიზანია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის , ელექტროენერგეტიკის სფეროში, თანამშრომლობის ხელშეწყობა და გაღრმავება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა ევროპული ენერგეტიკული კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორითა და ელექტროენერგეტიკული ბაზრით.
ფორუმში ესკოს მხრიდან მონაწილეობდნენ: რუსუდან მაზმიშვილი - გენერალური დირექტორის მოადგილე; თამარ წურწუმია – საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი; ზაალ გერგაია - ვაჭრობის ორგანიზებისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

