შეხვედრა „Toyota Tsusho Corporation”- ისა და Eurus Energy-ს წარმომადგენლბთან

„ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ დირექტორის მოადგილე, ალექსანდრე პაპიაშვილი „Toyota Tsusho Corporation”-ისა და Eurus Energy-ს წარმომადგენლებს, ფუმიჰიკო სატოსა და ტომოტაკა ვატანაბეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, კონკრეტულად კი ენერგეტიკის სფეროში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და პოტენციალი.

„ესკოს“ წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ბაზრის არსებული მოდელის მუშაობის პრინციპები, ასევე განიხილეს დაგეგმილი ცვლილებები.

შეხვედრაზე იაპონურმა მხარემ დაინტერესება გამოთქვა საქართველოში ქარის ელექტროსადგურების განვითარების მიმართულებით, თავის მხრივ, ესკოს წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა აღნიშნულ პროცესში დახმარების თაობაზე.