შეხვედრა ENERGY CHINA-ს წარმომადგენლებთან
„ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია და გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრე პაპიაშვილი ENERGY CHINA-ს წარმომადგენლებს, სუნ ჯისა და ჩენ ფენგს შეხვდნენ.
ENERGY CHINA მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც 2023 წელს Fortun500-ის სიაში 76-ე ადგილზეა.
კახაბერ ქებურიამ სტუმრებს გააცნო საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბაზრის მუშაობის პრინციპები, ასევე, ენერგეტიკის სფეროში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და პოტენციალი.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში არსებული ზოგადი საინვესტიციო გარემო, სამართლებრივი ბაზა და შესაბამისი რეგულაციები, ამასთან, ხაზი გაესვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირს.
ENERGY CHINA-ს წარმომადგენლებმა დაინტერესება გამოთქვეს საქართველოში ენერგეტიკის დარგში ინვესტირების მიმართულებით, თავის მხრივ, ესკოს წარმომადგენლებმა კომპეტენციის ფარგლებში გამოხატეს მზადყოფნა აღნიშნულ პროცესში დახმარების თაობაზე.