კახაბერ ქებურიამ მონაწილეობა მიიღო USAID-ისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ ენერგეტიკულ სემინარში.
ესკოს გენერალურმა დირექტორმა, კახაბერ ქებურიამ მონაწილეობა მიიღო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ სხდომასა და სამუშაო შეხვედრაში, რომელიც USAID -ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა .
სხდომაზე განიხილეს საქართველოს ენერგეტიკული სექტორი და მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმა; რეკომენდაციები, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის აქტთან დაკავშირებით. მონაწილეებს საქართცელოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ წარუდგინა თავისი საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ-რომეო მიქაუტაძემ, თავის გამოსვლაში ამომწურავად ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის დღევანდელობაზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე: „ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, მინიმუმამდე დავიყვანოთ მოთხოვნის იმპორტზე დაკმაყოფილების აუცილებლობა... საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომლის ფარგლებში იგეგმება სიმძლავრის აუქციონების გამოცხადება ჯამში 1500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობაზე“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკის სექტორში ჩართული სხვადასხვა კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.